შინაარსზე გადასვლა

არაქელოცვანქის მონასტერი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაქელოცვანქის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესია
ადგილმდებარეობა თურქეთი
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XI-XII საუკუნეები

არაქელოცვანქის მონასტერი (სომხ. Մշո Սուրբ Առաքելոց վանք) — სომხური მონასტერი ისტორიულ პროვინციაში ტარონში, მუშის სამხრეთ-აღმოსავლეთით 11 კილომეტრში. ამჟამად მონასტერი იმყოფება თურქეთის ტერიტორიაზე.

გადმოცემის თანახმად, გრიგოლ განმანათლებელმა დააარსა მონასტერი რამდენიმე მოციქულის წმინდა ნაწილების შესანახად. თუმცა, მონასტერი, სავარაუდოდ, მე-11 საუკუნეში აშენდა. XII-XIII საუკუნეებში მონასტერში მიმდინარეობდა სწავლება და იყო სასწავლო ცენტი. 1960-იან წლებში მონასტერი ააფეთქეს. დღეს მხოლოდ მისი ნანგრევებია შემორჩენილი.

მონასტრის ხედი ახლოდან

მონასტერი ძველ წყაროებში ასევე მოიხსენიოებოდა როგორც ღაზარუ ვანკი,[1] რომელიც მომდინარეობს მონასტრის პირველი წინამძღვრის, იეგიაზარის (ელეაზარის) სახელიდან. მონასტერი ასევე მოიხსენიება როგორც გლაძორის ვანკი, რომელიც წარმოიშვა ახლომდებარე ხეობის სახელიდან - გაილი ძორი.[2]

ოფიციალური თურქული წყაროები მას მოიხსენიებენ როგორც არაკის მონასტერს,[3] რომელიც არის მისი სომხური სახელწოდების თურქული ვერსია.[4] თურქული წყაროები და სამოგზაურო სახელმძღვანელოები საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ეს იყო სომხური მონასტერი.

გადმოცემის თანახმად მონასტერი დააარსა მე-4 საუკუნის დასაწყისში (ერთი ავტორის მიხედვით ახ. წ. 312 წელს) გრიგოლ განმანათლებლის მიერ რომიდან წამობრძანებული მოციქულების სხვადასხვა წმინდა ნაწილების შესანახად. თუმცა სხვა ცნობებით მონასტერი მე-11 საუკუნეში აიგო.

ქრისტინა მარანჩის თქმით, მტკიცებულებები აჩვენებს, რომ მონასტერი აშენდა XI საუკუნის მეორე ნახევარში თორნიკიანებისმამიკონიანთა შტოს – მმართველობის დროს, რომლებიც მართავდნენ ტარონს 1054-1207 წლებში.[5] იგი წერს, რომ სწორედ ამ ეპოქით ათარიღებს ისტორიკოსთა უმეტესობა მონასტერს. ხაჩკარის წარწერის მიხედვით მონასტრის განახლება მოხდა 1125 წელს. მონასტრის აღმოსავლეთ მხარეს იყო XI საუკუნის ცხრა ხაჭკარი წარწერებით.

მომდევნო საუკუნეებში მონასტერი გახდა საგანმანათლებლო ცენტრი. ცნობების მიხედვით მონასტერში თარგმნა V საუკუნეში დაიწყო .აქ XI-XII საუკუნეებში მოღვაწეობდა მემატიანე და მოძღვარი პოღოს ტარონეცი.

მონასტრის მთავარი შენობა აშენდა XI საუკუნეში. ის აგებულია ოთხკუთხედი ქვებისგან. კუთხის პატარა სამლოცველოები, ორსართულიანია და გვხვდება ტაძრის აღმოსავლეთით და დასავლეთით. გუმბათი რვაკუთხა ბარაბზე იყო.

ტაძრის ინტერიერის გაფორმება მოიცავს კედლის მხატვრობას და აფსიდაში ჯერ კიდევ ჩანს ადამიანის ფიგურები, რომლებიც სავარაუდოდ მოციქულები არიან. მას მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა დასავლეთის მხარე. ეკლესია აგურითა და დუღაბისგან იყო აგებული. ეკლესია განახლდა 1614 წელს. მისი იატაკის გეგმა ჯვრის ფორმის იყო, გარედან ოთხკუთხედის ფორმა ჰქონდა. 1663 წელს აღდგენილი გუმბათი გარედან რვაკუთხედის ფორმის იყო. მართკუთხა თაღი აშენდა 1555 წელს აბატ კარაპეტ ბაღიშეცის მიერ.

მონასტრის დასავლეთით მდებარეობს ტერ ოჰანეს ვარდაპეტის მიერ 1791 წელს აშენებული სამსართულიანი სამრეკლო რვა სვეტიანი როტონდით. მე-14 საუკუნის ეკლესიის საძირკველზე 1663 წელს მთავარი ტაძრის სამხრეთით აშენდა წმინდა სტეფანოსის (სტეფანეს) სამლოცველო. ეს სამლოცველო ამჟამად დანგრეულია.

ისტორიკოსების აზრით მონასტრის ეზოში დაკრძალული არიან ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი[6] და ფილოსოფოსი დავით უძლეველი.[7]

  • Avetisyan, Kamsar (1979). Հայրենագիտական էտյուդներ [Armenian studies sketches] (hy). Yerevan: Sovetakan Grogh. 
  • Manucharyan, Henzel (1976). Մշո Առաքելոց վանքի գրչության դպրոցը [Scriptorium of Arakelots monastery of Mush] (hy). Yerevan State University. 
  • Thierry, J. M. (1976). „Le couvent des Saints-Apôtres de Mus“. Handes Amsorya (ფრანგული).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. (1999) The Passion of Saint Shushanik. Diocese of Armenian Church, გვ. 95–96. ISBN 9780934728348. 
  2. Abrahamian, A. G. (1982). „Գլաձորի համալսարանի տեղը և հիմնադրության տարեթիվը (Գլաձորի համալսարանի հիմնադրման 700-ամյակի առթիվ) [The Place and Foundation Date of the University of Gladzor (on the 700th foundation anniversary of the Gladzor University)]“. Patma-Banasirakan Handes (სომხური). Yerevan: Armenian Academy of Sciences (1): 167–8, 171. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
  3. Arak Manastırı (Kilisesi) - Muş tr. Turkish Ministry of Culture (4 February 2013).
  4. Hovhannisyan, A.. Armenian Mush: Yesterday and Today. Institute of Oriental Studies of the Armenian National Academy of Sciences. ციტატა: „Մշո Առաքելոց և Սբ. Կարապետ վանքերը միակ հնություններն են, որոնք հիշատակվում ենզբոսաշրջիկների ուղեցույցներում, այն էլ թրքացված ձևով (Arak venki և Çanlı kilise, այսինքն` զանգակատնով եկեղեցի), առանց նշելու նրանց հայկական ծագումը: Նույն ուղեցույցների Մուշի պատմությանը նվիրված ակնարկներում հայերի մասին հիշատակում չկա:“
  5. Petoyan, V. (1955). „Սասունի Թոռնիկյան իշխանությունը [Tornikian principality of Sasun]“. Bulletin of the Academy of Sciences of the Armenian SSR: Social Sciences (სომხური). Yerevan (2): 85. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
  6. (1989) Great historians from antiquity to 1800: an international dictionary, Volume 1. New York: Greenwood Press, გვ. 14. ISBN 9780313245176. „According to the medieval tradition, Movses devoted his life to teaching and writing. His tomb was located in the courtyard of the Arak'eloc' Monastery in Taron.“ 
  7. Դավիթ Անհաղթ [David Anhaght] hy. Yerevan State University Institute for Armenian Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 3, 2014. ციტატა: „...աճյունը տեղափոխել և ամփոփել Մշո Առաքելոց վանքում:“ ციტირების თარიღი: ოქტომბერი 31, 2021.